Dazi Office

კომპანია დაზი 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, გათბობა-გაგრილების, სახანძრო ვენტილაციის, სავენტილაციო სისტემებისა და ელექტრო გაყვანილობის მონტაჟის მიმართულებით. დღესდღეობით  კომპანია აწვდის ზემოთხსენებულ მომსახურებას სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს: სპორტულ დარბაზებს, ბიზნეს ცენტრებს და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და ა.შ. 

კომპანია დაზი იცავს თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპს. კვალიფიციური სპეციალისტების გუნდი: მენეჯერები და ინჟინრები – უძღვებიან მომხმარებლის პროექტს თავიდან ბოლომდე, ტექნიკური დოკუმენტაციითა და სტანდარტების ხელმძღვანელობით, მომხმარებლის სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინებით, რაც ქმნის, მომხმარებლის და დამკვეთების მხრიდან მაღალ ნდობას და წარმატების ისტორიას.

კომპანია დაზი ასევე სთავაზობს კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, ვენტილაციის, კონდეცირების  სისტემებისთვის საჭირო სრულ ასორტიმენტს,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე პროდუქციის ჩამონათვალში.

კომპანიის საინჟინრო და მეპ მიმართულებები:

  • გათბობა-გაგრილება; VRV;VRF; AHU
  • სახანძრო კვამსლგამწოვი ვენტილაცია; 
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები;
  • დამწნეხი სავენტილაციო სისტემები; დამფერები
  • წყალმომარაგება  და სანიაღვრე სისტემები;
  • ელექტრო ფარები და ელექტრო ქსელის მოწყობა

დასრულებული პროექტები: 2016-2025 

  • 60-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი კორპუსი
  • 10-მდე სასტუმროს ტიპის ობიექტი
  • 2 ქარხნის/საწარმოს ობიექტი
  • 10-ზე მეტი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი
  • 10-მდე საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი
  • 4 სამედიცინო კლინიკა
  • 130-ზე მეტი მცირე და ლოკალურ ობიექტი.


ჩვენი მთავარი ძალა მდგომარეობს გუნდური მუშაობის პრინციპში,ეს ყველაფერი მარტივად რომ ითქვას ალბათ ასეა: კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე, არცერთ მომუშავე პერსონას არ შეუწყვეტია კომპანიაში სამსახური და არცერთი მათგანი არ გათავისუფლებულა სამსახურიდან. 

უფრო დეტალურად რომ ვთქვათ – “ძალა ერთობაშია”!

ჩვენ გვჯერა თანამშრომლობისა და  ინოვაციური აზრების მიმოცვლის. ყოველთვის მზად ვართ საუკეთესო და რთული  საინჟინრო გადაწყვეტების შესასრულებლად, თქვენი და ჩვენი ბიზნესის მდგრადი მომავლის განვითარებისთვის!