Dazi Office

კომპანია დაზი 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, გათბობა-გაგრილების, სახანძრო ვენტილაციის, სავენტილაციო სისტემებისა და ელექტრო გაყვანილობის მონტაჟის მიმართულებით. დღესდღეობით  კომპანია აწვდის ზემოთხსენებულ მომსახურებას სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს: სპორტულ დარბაზებს, ბიზნეს ცენტრებს და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და ა.შ. 

კომპანია დაზი იცავს თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპს. კვალიფიციური სპეციალისტების გუნდი: მენეჯერები და ინჟინრები – უძღვებიან მომხმარებლის პროექტს თავიდან ბოლომდე, ტექნიკური დოკუმენტაციითა და სტანდარტების ხელმძღვანელობით, მომხმარებლის სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინებით, რაც ქმნის, მომხმარებლის და დამკვეთების მხრიდან მაღალ ნდობას და წარმატების ისტორიას.

კომპანია დაზი ასევე სთავაზობს კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, ვენტილაციის, კონდეცირების  სისტემებისთვის საჭირო სრულ ასორტიმენტს,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე პროდუქციის ჩამონათვალში.